Sunday, September 22, 2019

ტრენინგის IX დღე

განბიხილეთ მე-8 მოდული და შევაჯუამეთ მოდულები, ვიმსჯელეთ საკითხებზე. ვისწავლე,როგორ წარმოვაჩინო  ეფექტურად პროექტი და პროდუქტი.
   დღეს უკვე დავასრულე ტრენინგი,ვიცი როგორ დავგეგმო სწორად პროექტი,როგორ შევქმნა  საქაღალდე,სადაც მოვათავსებ ყველა საჭირო ინფორმაციას.ვისწავლე როგორ მოვიპოვო ინფორმაცია,ისე რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები პროექტის ღერძია რაზეც ხდება  ყველაფრის  გაწერა.

როგორ შევქმნა ბლოგი,ბუკლეტი .ვისწავლე 21-ე საუკუნის სტანდარტების გამოყენება. მოვახდინეთ სასწავლო პროექტის პორთველიოს ჩვენება.
კმაყოფილი ვარ ამდენი სიახლის გაცნობისათვის და ვიმედოვნებ რომ ჩემს შემდგომ მუშაობაში ნაყოპიერად გამოვიყენებ. 
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს დიანას, რომელიც ყოველთვის მზაობას გამოხატავდა იმისთვის,რომ განსახილველი მასალები საინტერესოდ და ძირფესვიანად მოეწოდებია ჩვენტვის.
ტრენინგის VIII დღე


პროექტის VIIIდღე განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ამ დღეს შვქმენით ფასილიტაციის რესურსები, რომლებიც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენენ სამუშაოს შესრულების დროს.ყურადღებით ვისაუბრეთ მოსწავლის საჭიროებებზე, მათ ჩართულობაზე, აქტივობაზე პროექტის მიმდინარეობის დროს. განსაკუთრებული ყურადღებით განვიხილეთ მრავალმხრივი ინტელექტისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის იმდივიდუალური საკითხები. ავტვირთე ბლოგზე მოსწავლისა და ჩვენი სესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
ტრენინგის VII დღე




ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავიუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები.
განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები
გავაკეთეთ რეფლექსია შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე
შეფასების გეგმები კიდევ უფრო მეტად დავამუშავეთ მარტივად გასაგები რომ ყოფილიყო,
შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის,რასაც
გადავხედავთ და შევაფასებთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს
ცვლილებებს შევიტანთ სასწავლო პროექტის გეგმაში
გავაკეთეთ რეფლექსიას.


ერთმანეთს ვუზიარებთ სავარაუდო ნაშრომებსა და შეფასების რუბრიკებს
ვიმსჯელებეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას
მოვძებნოთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის
დავგეგმავთ შეფასებას მოსწავლეთა თვითრეგულირებისთვის.
შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი) რათა მოსწავლეებმა შეძლონ სასწავლო პროექტის მოდიფიცირება,შეძლონ
 რეფლექსიის გაკეთება
მოახერხონ  თემისთვის საჭირო ფასილიტაციის მასალების მომზადება და  დაგეგმვა.

განვიხილეთ, როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა
როგორ შევქმნათ პრეზენტაციები, დოკუმენტები, ცხრილები და ვებრესურსები, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად
დაგეგმეთ და განიხილავეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები
შევქმენით მასალები
მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას
გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე
შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები
განვსაზღვრეთ პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსების წყაროები მასწავლებლებისთვის

ტრენინგის VI დღე


  ტრენინგის VI დღე განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, ყველა საკითხი რაც კი გავიარეთ ტრენინგის წინა დღეებში ყველა საკითხის განხსენების, თავმოყრის აუცილებლობას მოითხოვს.
 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების კონკრეტული გამოყენების აუცილებლობა, განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები, გვქონდა დროული უკუკავშირები, გვქონდა ერთმანეთთან კოლაბორაცია ვისაუბრეთ საკითხზე, როგორ დაეხმარება ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და დაწერაში.
 მოსწავლეებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში,  ვნახეთ და დავათვალიერეთ ერთმანეთის მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები და დავგეგემეთ მომავალში მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის სქემა.
  საბოლოოდ გვქონდა მსჯელობა საკითხზე, "მე როგორც ფასილიტატორი".
  ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები მოცემულ კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე.



ტრენინგის V დღე




ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის დაგეგმვა, ნიმუშების განხილვა, პორტფოლიოს შექნმა.


დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოდული 3-ის საკითხები, რომელიც მოიცავს ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ცოდნისა და გამოყენების უნარებს ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით, აუცილებელი და საჭირო საკითხების ცოდნას.საავტორო უფლებების დაცვისა და გამოყენების  საკითხებს.                                                                               საავტორო უფლებების ტესტი საავტორო უფლებების ქაოსი

აუცილებელია ცოდნა და მისი ძალიან დიდი მნიშვნელობა   უკუკავშირებისა სასწავლო პროცესისთვის და გავეცანით კონკრეტულ რჩევებს მისი მიცემის დროს.         უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები

ვისწავლეთ ნამუშევრის შესწორება Review -ის მენიუს გამოყენებით.
  

ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს გავეცანით პროექტების შეფასებას ვებგვერდზე , შეფასების გამოყენება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.


გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ხუთ სტრატეგიას.


1. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები


სტრატეგია საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება  და უნარები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, დამოკიდებულება,არასწორი წარმოდგენები. კონკრეტულად მოცემული სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების გასაგებად და შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, დააკავშირონ ეს ყველაფერი უკვე არსებული ცოდნასთან შესასწავლ საკითხთან მიმართებაში..

2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები . ეს სტრატეგიები საუკეთესოა  იმისათვის, რომ შევაფასოთ მოსწავლეთა უნარები, გავიგოთ რამდენად დამოუკიდებლად და გააზრებულად ართმევენ თავს საკითხის გაგებას და შესწავლას, აფასებენ თანაკლასელების მიერ ჩატარებულ სამუშაოს.




3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
ამ სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ კონკრეტული საკითხის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება, ახსნა, მითიტების მიცემა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს გათვლილი დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.



4.გაგების შემოწმების და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიები
მოსწავლეები იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.
5.გაგების და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები
პროექტის დასასრულს კი გამოყენებული ეს სტრატეგის წარმოდგენას გვაძლევს თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ თემა და განავითარა სასწავლო უნარები. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია: პროდუქტი და შესრულება; პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.






პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც მან შექმნა. ხშირად მას არტეფაქტსაც უწოდებენ.


შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები და ჩატარებული სამუშაოები  პროდუქტის შექმნის მიზნით. პორტფოლიო პროდუქტებისა და ჩატარებული საქმიანობების მიზნობრივი კოლექციაა, რომელიც აჩვენებს მოსწავლის ძალისხმევას, მოსწავლის საკითხისადმი პროგრესს და მიღწევებს. მოსწავლეთა კონფერენცია კი გულისხმობს მათ მიერ მათი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებას, მათი ინტერესების, სწავლისა და მიზნების განხილვას.







ხუთივე სტრატეგია აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული პროექტის შეფასების  დროს, თავისსავე მეთოდებით, ინსტრუმენტებით,ჩეკ. ლისტებით.

  ტრენინგის  III დღე

ტრენინგის III დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
დეტალურად გავეცანი კონკრეტული,მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს: ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს

მნიშვნელოვანი იდეებისა და საკითხების გამომხატველ სიტყვებს ზოგადი კითხვების დასაწერად,
განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას-ზმნების კლასიფიკაციას, საჭირო ზმნების საჭირო ადგილზე ჩასმას
სტანდარტების და მიზნების რუბრიკას.

პროექტის კეთების დროს უნდა აუცილებელია გავითვალისწინოთ კონკრეტული სტანდარტების დადგენა, მიზნების გამოკვეთა, სამოქმედო გეგმის გაწერა, სტანდარტს მოსწავლის ნამუშევრებში და აქტივობებში მივაღწიე თუ არა.




ტრენინგის I-II დღე

I დღე
2019 წლის 21 სექტემბერს დავესწარი ტრენინგმოდულის:"ონტელის ძირიტადი კურსი:პროექტებით სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირება".პირველივე დრეს სევატყვე, რომ ტრენინგი ძალიან მოცულობითი და საინტერესოა.
  მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილის პროცესში  ვიყენებ შეფასების რუბრიკებს, მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავ გაკვეთილს, ვახდენთ ძირითადი საკითხების ჩამოყრას კონკრეტული მახასიათებლებლით, ვიყენებთ საპრეზენტაციო მასალას, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროექტის დასაწერად ძალიან მორგებულია ეს ტრენინგი, ჩეკლისტის შექმნა უკვე არის ძალიან დიდ პროგრესი, ესეიგი მასწავლებელს ანუ მე, შემიძლია პროექტზე დაფუძნებული კონკრეტული მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ჩამოწერა.
 ვქმნი პრტფოლიოს,საქაღალდეს, ვალაგებ მასალას თემისა და პრიორიტეტების მიხედვით, ვიცი და ცხვდები სად უნდა იყოს ,რომელ საქღალდეში, კურსის რესურსი, მოსწავლის ნიმუში, პროექტის გეგმა, აუდიო და ვიდეო მასალა, დავიცვა საავტორო უფლებები, ვიცოდე, რა როგორ ფასდება.
   ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგია, დღევანდელ დღეს, წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების არ  ან ვერ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.

II დღე

   ტრენინგის მეორე დღე  საინტერესო და პროექტებით სწავლებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დატვირთული. შევქმენით პორტფოლის საქაღალდე, იმისათვის რომ ტრენინგის მსვლელობის დროს რა მასალებიც არის საჭირო შევინახო და  დასრულებული პროექტი საბოლოოდ განვათავსო გუგლ დრაივის- ვირტუალურ სივრცეზე,ანუ განვათავსო ჩემს ბლოგზე.
   ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალიდან ამოვიღე ჩემი საგნის შესაბამისი სატანდარტი. სტანდარტის შესაბამისად ვცადე დამეგემა კონკრეტული საკითხი კლასისა და მასალის გათვალისწინებით. ვნახეთ და დავათვალიერეთ მზა რესურსები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას უფრო მოხერხებულად შევძლო პროექტის დაგეგმვა.
  ვისწავლე პირადი ვირტუალური სივრცის შექმნა, ანუ შევქმენი ჩემი საკუთარი ბლოგი, სადაც შემეძლება ჩემს მიერ მოძიებული და შექმნილი მასალის,კონკრეტულად ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიოს ატვირთვა.