Sunday, September 22, 2019

ტრენინგის I-II დღე

I დღე
2019 წლის 21 სექტემბერს დავესწარი ტრენინგმოდულის:"ონტელის ძირიტადი კურსი:პროექტებით სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირება".პირველივე დრეს სევატყვე, რომ ტრენინგი ძალიან მოცულობითი და საინტერესოა.
  მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილის პროცესში  ვიყენებ შეფასების რუბრიკებს, მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავ გაკვეთილს, ვახდენთ ძირითადი საკითხების ჩამოყრას კონკრეტული მახასიათებლებლით, ვიყენებთ საპრეზენტაციო მასალას, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროექტის დასაწერად ძალიან მორგებულია ეს ტრენინგი, ჩეკლისტის შექმნა უკვე არის ძალიან დიდ პროგრესი, ესეიგი მასწავლებელს ანუ მე, შემიძლია პროექტზე დაფუძნებული კონკრეტული მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ჩამოწერა.
 ვქმნი პრტფოლიოს,საქაღალდეს, ვალაგებ მასალას თემისა და პრიორიტეტების მიხედვით, ვიცი და ცხვდები სად უნდა იყოს ,რომელ საქღალდეში, კურსის რესურსი, მოსწავლის ნიმუში, პროექტის გეგმა, აუდიო და ვიდეო მასალა, დავიცვა საავტორო უფლებები, ვიცოდე, რა როგორ ფასდება.
   ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგია, დღევანდელ დღეს, წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების არ  ან ვერ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.

II დღე

   ტრენინგის მეორე დღე  საინტერესო და პროექტებით სწავლებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დატვირთული. შევქმენით პორტფოლის საქაღალდე, იმისათვის რომ ტრენინგის მსვლელობის დროს რა მასალებიც არის საჭირო შევინახო და  დასრულებული პროექტი საბოლოოდ განვათავსო გუგლ დრაივის- ვირტუალურ სივრცეზე,ანუ განვათავსო ჩემს ბლოგზე.
   ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალიდან ამოვიღე ჩემი საგნის შესაბამისი სატანდარტი. სტანდარტის შესაბამისად ვცადე დამეგემა კონკრეტული საკითხი კლასისა და მასალის გათვალისწინებით. ვნახეთ და დავათვალიერეთ მზა რესურსები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას უფრო მოხერხებულად შევძლო პროექტის დაგეგმვა.
  ვისწავლე პირადი ვირტუალური სივრცის შექმნა, ანუ შევქმენი ჩემი საკუთარი ბლოგი, სადაც შემეძლება ჩემს მიერ მოძიებული და შექმნილი მასალის,კონკრეტულად ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიოს ატვირთვა.

No comments:

Post a Comment