ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს გავეცანით პროექტების შეფასებას ვებგვერდზე , შეფასების გამოყენება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.
გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ხუთ სტრატეგიას.
1. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები
სტრატეგია საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება და უნარები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, დამოკიდებულება,არასწორი წარმოდგენები. კონკრეტულად მოცემული სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების გასაგებად და შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, დააკავშირონ ეს ყველაფერი უკვე არსებული ცოდნასთან შესასწავლ საკითხთან მიმართებაში..
2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები . ეს სტრატეგიები საუკეთესოა იმისათვის, რომ შევაფასოთ მოსწავლეთა უნარები, გავიგოთ რამდენად დამოუკიდებლად და გააზრებულად ართმევენ თავს საკითხის გაგებას და შესწავლას, აფასებენ თანაკლასელების მიერ ჩატარებულ სამუშაოს.
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
ამ სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ კონკრეტული საკითხის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება, ახსნა, მითიტების მიცემა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს გათვლილი დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.
4.გაგების შემოწმების და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგიები
მოსწავლეები იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.
5.გაგების და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები
პროექტის დასასრულს კი გამოყენებული ეს სტრატეგის წარმოდგენას გვაძლევს თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ თემა და განავითარა სასწავლო უნარები. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია: პროდუქტი და შესრულება; პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.
პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც მან შექმნა. ხშირად მას არტეფაქტსაც უწოდებენ.
შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები და ჩატარებული სამუშაოები პროდუქტის შექმნის მიზნით. პორტფოლიო პროდუქტებისა და ჩატარებული საქმიანობების მიზნობრივი კოლექციაა, რომელიც აჩვენებს მოსწავლის ძალისხმევას, მოსწავლის საკითხისადმი პროგრესს და მიღწევებს. მოსწავლეთა კონფერენცია კი გულისხმობს მათ მიერ მათი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებას, მათი ინტერესების, სწავლისა და მიზნების განხილვას.
ხუთივე სტრატეგია აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული პროექტის შეფასების დროს, თავისსავე მეთოდებით, ინსტრუმენტებით,ჩეკ. ლისტებით.
No comments:
Post a Comment